11:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 14:11:56, 359 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.

ინფორმაციას მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საქართველოსთან ურთიერთობის თანმიმდევრული განვითარება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ხელმძღვანელობის მომდევნო წლებში და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სტაბილურად განვითარდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში.

ფაშინიანმა აღნიშნა რომ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის ხელშესახებ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების ერთობლივი გადაჭრისა და რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics