18:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 11:14:43, 361 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს წერტილი დაუსვა

სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას უსწრებს.

„კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას.

გუშინწინ, სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს. ამ რეიტინგმა კი, საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული.

რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?!

კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს",- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics