|
2015-01-07 13:04:23, 2096 ნახვა
საზოგადოება
RMG Gold-ს ლიცენზია 5 წლით გაუგრძელდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია RMG Gold-ს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. „2014 წლის 29 დეკემბერს, შპს "RMG Gold"-მა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, ნომერი 0010 ტიპი VI ABC) ვადის გარგძელების თაობაზე მომართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ სალიცენზიო ფართობის ერთ-ერთ ობიექტზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. „საყდრისი-ყაჩაღიანის" საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ითხოვა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ ტერიტორიის კოორდინატების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის N 2/271 ბრძანებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის N 03/266 ბრძანების მიხედვით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შპს "RMG Gold"-ის მიერ განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის აღება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)