2024-10-21 12:08:34, 330 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის სამხედრო ტექნიკა იქნება გამოყენებული.
“პროექტი სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება - ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.
ამ ეტაპისთვის, პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.
სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),