11:21 - 17 Aug, 2026
|
2024-10-17 15:20:56, 412 ნახვა
მსოფლიო
რუტე - უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება
უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება,- ამის შესახებ ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. რუტეს თქმით, მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც ააშენებს ხიდს უკრაინის წევრობისკენ. „ასე რომ, თუ არის კონკრეტული კითხვა, „როდის?“, არ შემიძლია ახლა, ამ მომენტში ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებაზე, რათა ისინი ერთ დღეს ნატოს წევრები გახდნენ. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება. მაგრამ შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს. მაგრამ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონში. ამიტომ, საკითხი ახლა ქრონოლოგიას ეხება“,- განაცხადა რუტემ.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)