|
2024-10-17 09:25:47, 409 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ნეთანიაჰუმ ინტერვიუში აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციის თანახმად, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება, ჰქონოდა იარაღი ქვეყნის მთავარი მდინარის, ლიტანის სამხრეთით. "თუმცა, ამ ტერიტორიაზე "ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უახლესი რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. ისრაელს არ აქვს განზრახვა, ჩაერიოს ლიბანის შიდა საქმეებში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, დაბრუნდნენ სახლში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)