12:16 - 17 Aug, 2026
|
2024-10-16 13:10:57, 401 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მიერ ლიბანში, ნაბათიეზე იერიშს რამდენიმე პირი, მათ შორის ქალაქის მერი ემსხვერპლა [ვიდეო]
ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნაბათიეზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ნაბათიეს მუნიციპალურ შენობაზე მიტანილ იერიშს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი აჰმად კაჰილი ემსხვერპლა. "ნაბათიეს მერი მოწამეობრივად დაიღუპა. ეს არის ხოცვა", - განუცხადა ნაბათიეს გუბერნატორმა, ჰოვაიდა თურქმა AFP-ს. აჰმად კაჰილის დაღუპვა "ჰეზბოლას" წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. რაც შეეხება ისრაელის თავდაცვის ძალებს, IDF-ის მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია და არ განუმარტავს, იყო თუ არა ქალაქის მერი მიზანმიმართული სამიზნე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)