00:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 21:37:43, 365 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მალე დადგება ის დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ქართულ სახელმწიფოში ერთად ვიცხოვრებთ

დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების ქართული ოცნება საქართველოს გამთლიანებაა. 

"ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი  და  გაიმარჯვებს  ქართული სახელმწიფო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics