12:16 - 17 Aug, 2026
|
2024-10-15 16:16:03, 395 ნახვა
მსოფლიო
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელს საშუალებას მისცემს, "შეისწავლოს გაწევრიანების საფუძვლები, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები". ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სექტემბრის ბოლოს გასცეს. ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიიღო. ქვეყანა NATO-ს წევრია 2009 წლიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)