|
2024-10-15 11:58:24, 387 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარ ტერიტორიაზე კორეათაშორისი გზისა და რკინიგზის მონაკვეთები ააფეთქა [ვიდეო]
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარ ტერიტორიაზე კორეათაშორისი გზისა და რკინიგზის მონაკვეთები ააფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ სეულზე [სამხრეთ კორეის დედაქალაქი] დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის (JCS) ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ფხენიანმა [ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი] პირობა დადო, რომ მთლიანად გადაკეტავდა კორეათაშორის გზებს და კიდევ უფრო გაამაგრებდა ტერიტორიას თავის საზღვართან.
JCS-ის ინფორმაციით, სეულმა, ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს და ბარიერებს ამონტაჟებდა საზღვრის გასწვრივ და მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამუშაოებს აწარმოებდა, განაცხადა, რომ ფხენიანი აფეთქებისთვის მზად იყო. ინციდენტის შემდეგ სეულმა მეთვალყურეობა გააძლიერა. აღსანიშნავია, რომ ორი კორეა ტექნიკურად კვლავ ომშია მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)