|
2024-10-14 10:33:33, 412 ნახვა
მსოფლიო
კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა - დაღუპულია 1 და დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი
სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის 2 ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახება კაიროდან 270 კილომეტრის დაშორებით, მინიას პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საავადმყოფოში, სულ მცირე, 21 ადამიანი გადაიყვანეს. ცნობისთვის, ჩრდილოეთ აფრიკაში ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მატარებლის მეორე ავარიაა. სექტემბერში ნილოსის დელტაში 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)