12:16 - 17 Aug, 2026
|
2024-10-13 14:40:58, 428 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
რუსეთის ფედერაციაში, სახას რესპუბლიკის (იაკუტია) ოლეკმინსკის რაიონში An-3 AK Borus-ის ტიპის მსუბუქი მრავალფუნქციური თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაკუტიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავმა "ავარიული დაშვება" ქალაქ ოლეკმინსკიდან 1.5 კილომეტრში განახორციელა. "თვითმფრინავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 2 მგზავრი",- აღნიშნულია განცხადებაში. რუსული მედიისა და Telegram-არხების ცნობით, თვითმფრინავი ოლეკმინსკიდან ჟელეზნოგორსკში მიფრინავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)