|
2024-10-12 10:23:01, 424 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი და სერბეთი ერთობლივად თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე იმუშავებენ
თურქეთმა და სერბეთმა გადაწყვიტეს, ერთობლივად იმუშაონ თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სერბეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ერდოღანი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილი თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იქნება. "არავინ არ უნდა ეცადოს, გვიკარნახოს, რას უნდა შეიცავდეს თურქეთისა და სერბეთის თავდაცვის ინდუსტრიის შინაარსი ჩვენს გარდა. თურქეთის შესაძლებლობები უპილოტო საჰაერო აპარატებში, რა თქმა უნდა, ასევე დაიკავებს თავის ადგილს თავდაცვის ინდუსტრიაში გადასადგმელ ნაბიჯებში. როგორც მე განვაცხადე თავდაცვის ინდუსტრიაში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, სერბეთს აქვს ის შესაძლებლობები, რაც დღეს აქვს და ჩვენ გვაქვს ჩვენი. ჩვენ ერთად შევაფასებთ მათ, როგორც ორი მეგობარი ქვეყანა",- განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)