|
2024-10-10 09:53:31, 425 ნახვა
მსოფლიო
მილერი - ისრაელის მთავრობას აქვს ვალდებულება, ღაზას ყველა ნაწილში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ისრაელთან ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით დისკუსია ჰქონდა,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორც მილერმა აღნიშნა, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულები არიან. “ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ღაზაში და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ორ მთავრობას შორის გადაუდებული დისკუსიის საკითხი. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ისრაელის მთავრობას, რომ მათ აქვთ ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, რომ დაუშვან საკვები, წყალი და სხვა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზას ყველა ნაწილში და ჩვენ სრულად ველით, რომ ისინი შეასრულებენ ამ ვალდებულებებს“,- განაცხადა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)