13:15 - 17 Aug, 2026
|
2024-10-09 23:21:06, 520 ნახვა
მსოფლიო
მილერი - აშშ ისრაელის უფლებას, თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს, მხარს ყოველთვის დაუჭერს
აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, აშშ-ს კვლავ სურს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს, თუმცა, "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი კვლავ არ არის მზად მოლაპარაკებებში ჩასართავად. "ჩვენ კვლავ ვართ შეშფოთებული, რომ ღაზაში პოლიტიკური გეგმის, მომდევნო დღის გეგმის გარეშე, ისრაელი ჩაეფლობა ამ ტიპის ოპერაციების ჩატარებაში გარკვეული დროის განმავლობაში, რაც მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს მოუტანს პალესტინელ ხალხს და რეალურ უსაფრთხოების პრობლემებს შეუქმნის ისრაელელ ხალხს", - განაცხადა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)