13:09 - 17 Aug, 2026
|
2024-10-09 15:40:47, 400 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა, სადაც დაგეგმილ სამიტში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა" მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც ზელენსკი წერს, ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდება. "ჩავედი ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან, რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკვე მესამე სამიტში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა“ მონაწილეობის მისაღებად. სამიტზე "უკრაინა+12 ქვეყანა“ ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის მიღწევისა და მშვიდობის ფორმულის რეალიზაციისთვის, ასევე ურთიერთქმედებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“,- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)