13:15 - 17 Aug, 2026
|
2024-10-09 11:55:01, 409 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „მილტონის“ გამო „რამშტაინის“ შეხვედრას ბლინკენიც არ დაესწრება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო, გერმანიაში ვიზიტი გადადო, სადაც უკრაინის თავდაცვის საკითხების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ბლინკენი ამჟამად ლაოსში იმყოფება, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ვაშინგტონში დაბრუნდება. კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ საერთოდ წარმოდგენილი "რამშტაინზე", სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ საკითხი თეთრი სახლის კომპეტენციაში შედის და არა სახელმწიფო დეპარტამენტის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)