23:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 18:23:26, 675 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ხუთი საბავშვო ბაღის ფასადი შეკეთდება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტით, თბილისში მდებარე ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი შეკეთდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო მეტალის კიბის შეღებვას და ა.შ.

„ფასადის შეკეთება იგეგმება იმ ბაღებში, რომლებშიც ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა. ესენია:  №197, №54, №112, №121 და №115 ბაღები. 

ფასადის შეკეთების სამუშაოების შესრულების ვადად 15 ივნისიდან  - 30 აგვისტომდე განისაზღვრა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 916 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics