|
2024-10-06 13:16:25, 449 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - 60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ
60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, დააწესონ სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. როგორც ალიევმა აღნიშნა, როდესაც აშშ-ს აზერბაიჯანი სჭირდება, მის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს, ხოლო როცა აღარ სჭირდება, სანქციებს აღადგენს. “დღეს დილით შემატყობინეს, რომ 60-მა პროსომხურმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ს მთავრობას მიმართა, მოუწოდა დააწესონ მორიგი სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება. ვვარაუდობ, რომ ავტორი და ადრესატი ერთი და იგივეა, რადგან სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზეა. თუმცა, უმცირესი ეჭვიც არ მაქვს, რომ ის იქვეა დაწერილი, სახელმწიფო დეპარტამენტში. ამერიკამ 1992 წელს, მაშინ როდესაც მიწებს ვკარგავდით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შემდეგ 2001 წელს სანქციები გაუქმდა. რატომ? იმიტომ, რომ დაიწყო მათი საოკუპაციო საქმიანობა ავღანეთში, დამპყრობლური ომი და ჩვენ მათ ვჭირდებოდით. ვიდრე ავღანეთში იყვნენ, ეს სანქციები ყოველწლიურად იცვლებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. როგორც კი ავღანეთიდან გაიქცნენ, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ, ჩვენ წინააღმდეგ ისევ სანქციები დააწესეს. შეიძლება ასეთი უმადურობა?! ანუ როდესაც გჭირდებოდით, აუქმებდით სანქციებს, როდესაც აღარ დაგჭირდით, კვლავ აღადგინეთ”,- განაცხადა ალიევმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)