|
2024-10-02 13:50:25, 428 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე, საფრანგეთმა თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე, საფრანგეთმა თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო და ისრაელს მოუწოდა, სამხედრო ოპერაცია ლიბანში შეწყვიტოს. "ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მკაცრად ვგმობ. საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების გამო, თავისი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა",- განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ასევე მოუწოდა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება "ჰეზბოლას", შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ხოლო ისრაელს - რაც შეიძლება მალე დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. ემანუელ მაკრონმა აგრეთვე განაცხადა, რომ საფრანგეთი გეგმავს კონფერენციის ორგანიზებას "ლიბანელი ხალხისა და ქვეყნის ინსტიტუტების" მხარდასაჭერად.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)