|
2015-01-07 12:52:52, 2068 ნახვა
საზოგადოება
შობის წინა ღამეს ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციით 14 ადამიანია ჰოსპიტალიზებული
ბოლო მონაცემებით, შობის წინა ღამეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1668 ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს უფროსმა მარიკა ხატაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გამოძახებებიდან 422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. როგორც მარიკა ხატაშვილმა განმარტა, მათგან 14 ადამიანი საავადმყოფოში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო მოხვდა. „ბოლო მონაცემებით, 1668 გამოძახება ფიქსირდება, აქედან, 422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რაც შეეხება ავარიებს, სულ ოთხ ავარიაზე გვქონდა გამოძახება და აქედან ყველაზე მძიმე გორში მომხდარი ავარია იყო, საიდანაც 10 დაშავებული გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ხოლო ავარიების შედეგად, გუშინ სულ ორი ადამიანი გარდაიცვალა. 422 ჰოსპიტალიზაციიდან ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციით სულ 14 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. საერთოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქეიფებთან დაკავშირებით გამოძახებების მატება იგრძნობა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მარიკა ხატაშვილმა. პირველ იანვარს 1998 გამოძახება იყო. აქედან ჰოსპიტალიზაცია 389 ადამიანს დასჭირდა, დაფიქსირდა 19 ავარია. 3 იანვარს 1970 გამოძახებიდან, 422-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, დაფიქსირდა 7 ავარია. 4 იანვარს 1890 გამოძახების რაოდენობა ფიქსირდება და- 413 ჰოსპიტალიზაცია. 5 იანვარს 1799 გამოძახების შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 429-ჰოსპიტალიზაცია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)