14:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 09:43:04, 484 ნახვა

საზოგადოება
„გული ფარად“ - 8 ოქტომბერს დავით ხარატიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

8 ოქტომბერს, კაფე მზიურში დავით ხარატიშვილის ახალი წიგნის, მოთხრობების კრებულის - "გული ფარად", წარდგენა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია “ჩემი გამომცემლობა“, კრებულის რედაქტორი კი, ოლიკო ცისკარიშვილია.

ავტორისთვის ეს მეორე ნამუშევარია, რომელშიც თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ და მგრძნობიარე თემებზე შექმნილი თხზულებებია შესული. მათში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ქართულ სოციუმში, უახლოეს წარსულში განვითარდა და რომლებმაც მნიშვნელოვნად გამოკვეთა საზოგადოებაში არსებული სამოქალაქო ცნობიერების გააზრების კუთხით არსებული პრობლემები.

"საყოველთაოდ ბინძური საქმეები მშვიდ, მზიან დღეებში იგეგმებიან. როცა გაზაფხულის წყნარ საღამოს, ქალაქის მეჩხერ ხეთა ახალამოყრილ, ჯერ კიდევ ფაფუკ, რბილადშეღინღლულ ფოთლებს ჩამავალი მზის სხივი ოქროსფრად გალანდავს, მშვიდი, უბრალო ადამიანები ამ მშვენიერი სანახაობით, მდელოზე ფეხმორთხმულნი და სულგანაბულნი ტკბებიან, ძალითა და გავლენით უფალნი კი, ძვირად საეშმაკო ამბებს თხზავენ და მათთვის ხორცშესასხმელად გეგმებს აწყობენ, საბრძოლო ველს დაადგენენ და სამოქმედო ტაქტიკას განიხილავენ, სადაც ეს ლაღი, ბედნიერებით აღსავსე ადამიანები რიგით ჯარისკაცებად გამოჰყავთ. იმ ნეტარების ჟამს, როდესაც ისინი ლაჟვარდოვან ცაზე ნიავქართა სანავარდო ცეკვებით განცხრომას ეძლევიან, ხელისუფალნი მათ მომავალს წინასწარმეტყველებენ და იქ თავიანთ ბინძურ ხელებს მშვიდობის გარდასატეხად, მოურიდებლად აფათურებენ".

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics