|
2024-09-30 18:42:39, 483 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს - ებრაელი და სპარსელი ხალხი მშვიდობას საბოლოოდ იპოვის
ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ირანის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისრაელი თქვენთანაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ებრაელი და სპარსელი ხალხი მშვიდობას საბოლოოდ იპოვის. "ირანელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აინტერესებს ისინი. რომ აინტერესებდეს და ზრუნავდეს თქვენზე, შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებზე. დაიწყებოდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. წარმოიდგინეთ, თუ მთელი ის დიდი ფული, რომელიც რეჟიმმა დახარჯა ბირთვულ იარაღსა და საგარეო ომებზე, ჩადებულიყო თქვენი შვილების განათლებაში, თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, წყალი, კანალიზაცია, ყველაფერი რაც გჭირდებათ. წარმოიდგინეთ ეს. ირანი როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება და ეს მომენტი დადგება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ იპოვის მშვიდობას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)