|
2015-02-13 13:21:26, 1349 ნახვა
ეკონომიკა
2014 წელს „ვითიბი ბანკმა“ სასპონსორო და საქველმოქმედო პროექტებზე 1 მილიონი ლარი დახარჯა
2014 წელს „ვითიბი ბანკმა“ სასპონსორო და საქველმოქმედო პროექტებზე ერთი მილიონი ლარი დახარჯა. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 2014 წლის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები: ბანკის წმინდა მოგება 154.5%-ით გაიზარდა და 20.8 მილიონი ლარი შეადგინა; აქტივები 190 მილიონი ლარით გაიზარდა და ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ვითიბი ბანკის აქტივების ზრდამ - 23% შეადგინა, ამავდროულად საბანკო სისტემის აქტივების ზრდამ 19.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 25%–ით გაიზარდა და 631 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელის ზრდამ 23.7 პროცენტი შეადგინა. კლიენტების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 35.8%-ით გაიზარდა და 703 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც საბანკო სისტემის მთლიანი მოზიდვის ზრდამ 21.2% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA)-2,3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) –22.3%. ბანკი აქტიურად აფინანსებდა, როგორც კორპორატიულ ასევე საცალო მიმართულებას. კორპორატიული ბიზნესის პორტფელი 21.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 65% შეადგინა. 2014 წელს ვითიბი ბანკ ჯორჯიას საცალო სესხების პორტფელი 26.7% გაიზარდა. ფიზიკური პირების დეპოზიტების პორტფელი 11,2% -ით გაიზარდა. ბანკი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში - „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგრო კრედიტი. 2014 წელს ვითიბი ბანკმა ქსელის აქტიური განვითარება დაიწყო. ახალი ფილიალები გაიხსნა თბილისში და რეგინოში. ამასთან, 2015 წლის ბოლომდე, დამატებით, ათი ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება. გაყიდვის წერტილები გაიხსნება, როგორც იმ რეგიონებში, სადაც ბანკი ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი, ასევე მოხდება ქსელის ზრდა იმ ქალაქებში, სადაც ბანკი უკვე წარმატებით ოპერირებს. 2014 წლის ბოლოსთვის ბანკმა დამატებით ასი სამუშაო ადგილი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ბანკი, სტაბულურად ინარჩუნებს მომსახურების ხარისხის მაღალ დონეს და ბაზრის ლიდერთა სამეულშია. ვითიბი ბანკმა, მრავალი სასპონსორო და საქველმოქმედო პროექტი დააფინანსა. მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ეროვნულ სპორტსა და კულტურას. ვითიბი ბანკი მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის და საცხენოსნო სპორტის ფედერაციების გენერალური სპონსორია. ასევე გაგრძელდა ავტოსპორტის, ბავშვთა ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბების სპონსორობა. 2014 წელს ვითიბი აქტიურად აფინანსებდა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, ბანკის გენერალური სპონსორობით სხვადასხვა კონცერტი და მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, გაგრძელდა რუსთაველის თეატრისა და თელავის დრამატული თეატრის სპონსორობა. საქველმოქმედო მიმართულებით განხორციელდა ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, მიუსაფარი ოჯახებისა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება, მათი მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსება. გარდა ამისა, ბანკის მიერ შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი „ვითიბი ჯენერეიშენი“, რომლის მიერ ასობით ადამიანის მკურნალობის დაფინანსება განხორციელდა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)