11:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 10:38:41, 443 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 23-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ. მინისტრი შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ფედერალური კანცლერის მრჩეველს.

დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და   ევროკავშირის საქმეთა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. მიხეილ ჯანელიძე, ასევე, შეხვდება ბუნდესტაგის ე.წ. 94-იანების კლუბის წევრ დეპუტატებს.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში,  შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი  ზაარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა.  მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აღნიშნული ქალაქებს   მერებს და  სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს.  ესტუმრება ზაარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics