12:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 10:47:31, 333 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“საქართელოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

“საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის  მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და გააძლიერებს დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს.

“შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის, ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მოძრაობის მაღალი ხარისხის სერვისის შექმნის, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოდერნიზაციისა და დოკუმენტების დამუშავების სტანდარტების უნიფიცირების საკითხები.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ტრანსკასპიურ მარშრუტზე არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელების, ასევე ასოციაციის მუდმივი და ასოცირებული წევრების მონაწილეობით.

დელეგაციებმა მოინახულეს ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი, სიანის საერთაშორისო მშრალი პორტი და ყაზახეთის რკინიგზის ახალი ტერმინალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო მატარებლების გაშვების საზეიმო ცერემონიაში. აღნიშნული მატარებლები ქართული პორტების მეშვეობით ევროპის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics