11:38 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 11:32:13, 385 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე - რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. 

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics