12:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 11:20:40, 303 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ სიანში ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2024 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში, "საქართველოს რკინიგზის" დელეგაციამ გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. 

 "აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, "საქართელოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან, სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით. 

მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე,  რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად  შუა დერეფნის გავლით  ევროპისა და თურქეთის მიმართულებით",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics