13:29 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 10:49:31, 302 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა

"საქართველოს ფოსტამ" დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
 
მათი ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა, თეონა იაშვილმა და გენიალური ქართველი მსახიობის შვილმა, ზაზა აბაშიძემ.
 
"ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ არქივს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

20 სექტემბრიდან, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საიუბილეო მარკასთან ერთად, წარმოდგენილია  მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახში არქივში დაცულ სურათებს. გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2024 წლის აგვისტოდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრები საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 25.002 ერთეული",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics