16:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 17:48:40, 400 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ხაზარაძე - რაღაც უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ჯერ არ გამოდის

რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას თავის გუნდთან და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება,- ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ძლიერი საქართველოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდება.

"პრეზიდენტს დაველაპარაკები. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ... 

არა, რა თქმა უნდა... მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით",- თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე​ მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა.

გუშინ, 17 სექტემბერს ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 სექტემბერს კი, ორი ლიდერის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics