|
2024-09-16 12:07:00, 426 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - შვებით ამოვისუნთქე, როდესაც შევიტყვე, რომ ტრამპი უვნებელია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას ეხმაურება. ბაიდენის თქმით,“შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი უვნებელია“. “ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას იძიებენ. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა“, - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)