|
2024-09-14 12:57:58, 424 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - 2 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდ დონალდ ტრამპთან, იგი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად
2 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან, იგი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად, - ამსი შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხდა. ზელენსკის თქმით, მას სურს ომის დასრულების თავისი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუზიაროს. ზელენსკის ჰკითხეს ტრამპის განცხადებებზე, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ესმის ამ განცხადებების, რადგან არ იცის დეტალები და არ იცის, თუ რას გულისხმობდა ტრამპი. „თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო გზავნილები არის წინასაარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი მთლად რეალური არ არის. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, გვანერვიულა ჩვენი ხალხის გამო. თუმცა მე მქონდა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან და მან თქვა, რომ ის ძალიან მხარდამჭერია, ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი. ვგულისხმობ ორი თვის წინანდელ საუბარს. მას ესმის, რა რთულია გადარჩე ომის დროს და ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ მე მინდა გავუზიარო მას ეს გეგმა, რომ მოვისმინო მისი რეაქცია“, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბევრი რამ დამოკიდებულია კონგრესზე, ამიტომ ის თავის გეგმას იქაც წარადგენს. ამის შემდეგ კი გეგმა ხალხისთვის გახდება საჯარო.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)