|
2024-09-12 10:43:46, 483 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ნატოს ძალებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ
ნატოს ძალებმა რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა. კაშიუნასის თქმით, ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის შემთხვევაში, ინფორმაცია სწრაფად ალიანსის შტაბ-ბინას უნდა მიეწოდოს. "ნატოს შტაბ-ბინა აფასებს სიტუაციას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომ ესაა მტრის დრონი და შემდეგ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საჰაერო პოლიციის თვითმფრინავების განლაგების შესახებ. ეს არის გარკვეული ალგორითმი და ის უნდა დაჩქარდეს. ალიანსის მისიამ არა მხოლოდ უნდა მოახდინოს პატრულირება, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, უნდა შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების დონეზე ნატოს ჯაჭვი, რათა მათ დროულად შეძლონ უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება", - განაცხადა კაშიუნასმა. კაშიუნასმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატოს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)