|
2024-09-11 11:22:50, 410 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ორბანმა თქვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა და ჩემი ეშინოდათ - ორბანი ჭკვიანია
ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა და ჩემი ეშინოდათ,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიიდან" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც ტრამპმა "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატსა და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან გამართული სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, ორბანი "ჭკვიანი კაცია". "ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ადამიანი, რომელსაც ძლიერ კაცს ეძახიან, ის ჭკვიანია. საუბარი მაქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე. მან იკითხა, რატომ ფეთქდება მთელი სამყარო? ოთხი წლის წინ ასე არ იყო. მან თქვა, რომ საჭიროა, ტრამპი დაბრუნდეს პრეზიდენტად. ტრამპის ეშინოდათ. ჩინეთს ეშინოდა ტრამპის. მე არ მიყვარს სიტყვა შიშის გამოყენება, მაგრამ მე ორბანს ვციტირებ. ის ამბობს, რომ ჩინეთს ჩემი ეშინოდა, ჩრდილოეთ კორეას ეშინოდა ჩემი... ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მე მსოფლიოში პატივს მცემდნენ და ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)