|
2024-09-11 09:50:05, 420 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა
ამერიკის შეერთბული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებმა - დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა პირველი დებატები გამართეს. დებატები ABC News-ის ეთერში შედგა. დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ჰარისმა და ტრამპმა ერთმანეთს "მატყუარა" უწოდეს. დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვაც ეკონომიკას მიეძღვნა. ჰარისმა აღნიშნა, რომ "შესაძლებლობების ეკონომიკის" შექმნა სურს. ამავე დროს, კი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა "დემოკრატიული პარტიის" პოლიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა. ჰარისმა გააკრიტიკა ტრამპი, მისი საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უცხოელი ლიდერები სერიოზულად არ აღიქვამენ. "ჩვენი მოკავშირეები ნატოში მადლიერნი არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ", - განაცხადა ჰარისმა. დებატები ფილადელფიაში, კონსტიტუციის შესწავლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა და ორი სარეკლამო შესვენებით 90 წუთს გაგრძელდა. კითხვებს სვამდნენ ჟურნალისტები - დევით მიური და ლინსი დევისი. კანდიდატის საუბრის დროს კი ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა კიდევ ერთი საპრეზიდენტო დებატები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)