|
2024-09-09 20:13:09, 425 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს
დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა ყველას მობეზრებული აქვს და რუსეთი "ზელენსკის ფორმულას" სერიოზულად არასოდეს უყურებდა. "უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს", - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)