|
2016-02-20 15:32:44, 5257 ნახვა
კულტურა
მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა
84 წლის ასაკში, ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი უკვე დაადასტურა საგამომცემლო სახლმა, Bompiani რომელტანაც მწერალი, ბოლო წლებში თანამშრომლობდა. ეკოს გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "მაშინ როცა განათლებულ ევროპელთა 99 %–მა არ იცის, რომ ქართველებისათვის ყველაზე დიდი ლიტერატურული ძეგლი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია” და ევროპელები ასევე ვერ შევთანხმებულვართ (შეამოწმეთ ინტერნეტში) ამ ჩვენთვის უცნობ ანბანზე დაწერილ ნაწარმოებში მთავარ პერსონაჟს პანტერის ტყავი მოსავს, ვეფხვის, თუ ლეოპარდის? და კვლავაც ვაგრძელებთ საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმას: “ეს რუსთაველი ვიღა იყო?!” - მწერლის ეს წერილი 2010 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ “ესპრესოში”. უმბერტო ეკო 5 იანვარის, 1932, ალესანდრიაში დაიბადა. არის გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის“ ავტორი. მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით – "წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა", რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, "შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება" მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. 1959 წელს უმბერტო ეკო ტოვებს ტელევიზიას და მუშაობას იწყებს მილანის საგამომცემლო სახლში "ბომპიანი", მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. ამ წლების განმავლობაში, ეკო იწყებს იმ დროს ახლად წამოჩიტული მეცნიერების, სემიოტიკის იდეების დანერგვას საკუთარ შრომებში და ღია ტექსტის იდეაზე ფიქრს, რასაც მოჰყვა 1962 წელს დაწერილი წიგნი "Opera aperta" (ღია ნაწარმოები).
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)