|
2024-09-09 17:55:38, 418 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი და ჩინეთი მორიგ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სექტემბერში გამართავენ
რუსეთი და ჩინეთი სექტემბერში კიდევ ერთხელ გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მანევრებში, სახელწოდებით "ჩრდილოეთი/ურთიერთქმედება 2024" ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები და ავიაცია მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნები ოხოტსკისა და იაპონიის ზღვებში და მათ საჰაერო სივრცეში ჩატარდება. "წვრთნების მიზანია "სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება და საფრთხეებისადმი ერთობლივი წინააღმდეგობის გაძლიერება", - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში. ანალოგიური წვრთნები 2023 წლის 20-23 ივლისს იაპონიის ზღვაში გაიმართა. მიმდინარე წლის ზაფხულში რუსულმა საზღვაო ძალებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებში "საზღვაო თანამშრომლობა - 2024", რომლებიც ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსთან გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)