23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 10:09:20, 299 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი

ჩვენ არავითარ შემთვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამცხე-ჯავახეთში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, "მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა".

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ვიმყოფებოდით. ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული ღონისძიებაზე. ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, გამოვლილი გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც დავუშვით შეცდომები, რომელთაც დღესაც ვიმკით და  ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ. შესაბამისად, გვჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, გუნდი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, განავითაროს მისი ეკონომიკა, არის „ქართული ოცნება“. ძლიერი ეკონომიკით და ქვეყნით შევძლებთ იმ  დიდ ოჯახში შესვლას, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics