|
2024-09-07 19:01:38, 507 ნახვა
მსოფლიო
მედია - ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
ყირგიზეთმა მოძრაობა “თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, “თალიბანის“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დეტალური განხილვისა და შეფასების შემდეგ. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისა და დიალოგის მხარდაჭერისკენ. ყირგიზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება თავად “თალიბანი“, კრემლში კი აცხადებენ, რომ ბიშკეკის ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდებიან. “ეს აუცილებელია. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის კონტაქტის დამყარება, ამ კონტაქტებისგან გამიჯვნა კი ასევე არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ასეთ სიტუაციას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)