|
2024-09-07 17:16:33, 509 ნახვა
მსოფლიო
Reuters - საფრანგეთში ათასობით ადამიანი ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს
საფრანგეთში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც მაკრონმა უარი განაცხადა “ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის დანიშვნაზე, რომელიც ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობდა, მემარცხენეები მაკრონს დემოკრატიის უარყოფასა და არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ. ულტრამემარცხენე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. კომპანია Elabe-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 74% მიიჩნევს, რომ მაკრონმა უგულებელყო არჩევნების შედეგები, ხოლო 55% თვლის, რომ მან მოიპარა არჩევნები. მთავრობის მეთაურის რანგში პირველ ინტერვიუში, ბარნიემ განაცხადა, რომ მის მთავრობაში, რომელსაც მკაფიო უმრავლესობა არ გააჩნია, შევლენ კონსერვატორები, მაკრონის პარტიის წევრები და, იმედოვნებს, რომ მემარცხენეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)