21:35 - 17 Aug, 2026
|
2024-09-07 10:41:43, 433 ნახვა
მსოფლიო
ღაზის ჯანდაცვა - ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, 2 ქალი და 2 ბავშვი ნუსეირათის ბანაკთან დაიღუპა, 8 ადამიანი - ქალაქ ღაზაში, დანარჩენები კი - ანკლავის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა. “ამ დროისთვის სახმელეთო ძალებს “ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები აქვთ ზეითუნის დასახლებასთან, სადაც, ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, ქუჩაში ტანკები გადაადგილდებიან, ისევე როგორც ხან იუნისსა და რაფაჰში. სადაც ისრაელის ძალებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)