21:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 17:25:44, 457 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად სომხეთში ჩადის

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი 9 სექტემბერს სომხეთს ეწვევა, რათა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ ევროკომისია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხინასი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.

"სომხეთმა უნდა განახორციელოს რეფორმები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, მიგრაცია და მგზავრობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა",- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაზე მიმდინარე წლის ივლისში შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics