23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 14:58:28, 335 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე - 1877 წელს ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე და გავიმარჯვოთ

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მათთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ქობულეთელებს ინტელიგენტებად მოიხსენებდა.

„როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა 1877 წელს ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics