21:37 - 17 Aug, 2026
|
2024-09-06 11:43:17, 397 ნახვა
მსოფლიო
კირბი - მადლობელი დავრჩებით, თუ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს
აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს 5 ნოემბრის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, ამერიკული მხარე "მადლობელი დარჩება", თუ პუტინი "შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს". "ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი არჩევნების შესახებ საუბარი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არც ერთს და არც მეორე მხარეს. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი“, - განაცხადა კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)