|
2024-09-06 10:32:03, 418 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც 162 მილიონი ფუტის ღირებულებას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, LMM-ის ტიპის რაკეტების პირველი პარტია მოსალოდნელია, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავა. "ეს დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია. საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გამოაცხადებს "რამშტაინის" შეხვედრაზე. თავდაცვის მინისტრი უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას და მოუწოდებს მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)