21:37 - 17 Aug, 2026
|
2024-09-06 09:54:03, 414 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ზელენსკისა და შოლცის შეხვედრა გაიმართება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. "ფრანკფურტის მახლობლად მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა "რამშტაინი", სადაც უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ზელენსკი გეგმავს, პირადად გამოვიდეს ჯგუფის სხდომაზე და ითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება არმიისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების", - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)