|
2024-09-05 17:53:24, 456 ნახვა
მსოფლიო
მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბარნიე 2016-2021 წლებში “ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო. “მანამდე ბარნიე საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ახლა მიშელ ბარნიემ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს. ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)