|
2024-09-05 13:34:52, 480 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით გულწრფელად არიან დაინტერესებული
ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერები გულწრფელად არიან დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებით,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთს მუდმივი კონტაქტი აქვს ჩამოთვლილ სამ ქვეყანასთან. “ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მიმართ, რომლებიც, როგორც მიმაჩნია, გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრით. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი. მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებთანაც ჩვენ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს, გულწრფელად მიისწრაფვიან იმისკენ, რომ დაეხმარონ უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული ამ რთული პროცესის ყველა დეტალის გარკვევაში“,- აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარი, თუმცა, მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს “სტამბოლში შეთანხმებული და ფაქტობრივად პარაფირებული დოკუმენტების საფუძველზე“. “ჩვენ შევძელით მოლაპარაკება, ამაში მდგომარეობს მთელი ფოკუსი, ამაზე მეტყველებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის ხელმოწერაც, რომელმაც ამ დოკუმენტის პარაფირება მოახდინა. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინულ მხარეს მთლიანობაში მიღწეული შეთანხმებები აწყობდა. ისინი ძალაში არ შევიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მისცეს ბრძანება, არ გაეკეთებინათ ეს. აშშ-ის, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ელიტებს გაუჩნდათ სურვილი, მიეღწიათ რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის“,- აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)