|
2024-09-04 13:07:40, 433 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - უკრაინა დანაკარგების შესახებ ტყუის - მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ. ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ და მისი პრეზიდენტობის დროს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ამაში კი დამნაშავე “აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია“. “როდესაც ვუყურებ ნგრევას, შენობებს, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ შეამცირონ ის. დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, არა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ შენობებში ხალხია და მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როგორც კი იწყება ნგრევა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ“,- აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)